aiwa

საგარანტიო პირობები

საგარანტიო პირობები ფიზიკური პირებისათვის (კანონისმიერი 2 წლიანი გარანტია)

1. ნივთის შეძენიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში, თუ ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა, ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება, ნივთის შეცვლა, ფასის შემცირება ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

2. ნივთი ნაკლიანად მიიჩნევა, თუ მას გამოუვლინდება ისეთი სახის ნაკლი, რომელიც მას გაყიდვამდე შეიძლებოდა ჰქონოდა და არ არის წარმოშობილი ნივთის სარგებლობის, მათ შორის მომხმარებლის მიერ არასწორი ექსპლუატაციის, შედეგად.

3. ნივთის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, ნივთის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არა თანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

4. ნივთი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება ნივთის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს ნივთი შეიძინა.

5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ნივთის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

5.1. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ნივთის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

5.2. კომპანიამ ნივთი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

5.3. კომპანიის მიერ ნივთის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

6. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ ნივთის ნაკლი უმნიშვნელოა.

7. მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ მომხმარებელმა ნივთის ნაკლი ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა ნივთის მიწოდებისას, თუ, ნივთის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი კომპანიას ეკისრება. თუ მომხმარებელმა ნივთის ნაკლი ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა ნივთის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

8. საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ საგარანტიო პირობებში, დარეგულირდება მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. კომპანია ვალდებულია შეაკეთოს ან შეცვალოს დაზიანებული ნივთი მოცემული პირობების შესაბამისად, სერვის ცენტრში მიღების მომენტიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები).

10. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნივთის შეკეთება ან ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა, კომპანია ნივთს შეცვლის ახალით. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შეთანხმებით ჩანაცვლდება მსგავსი ან უკეთესი სპეციფიკაციის სხვა მოდელით. თუ ვერ მოხდა შეთანხმება ხელშეკრულება შეწყდება და მომხმარებელს დაბრუნდება ნივთის სრული ღირებულება.

11. ნივთის შეცვლის შემთხვევაში, იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები, დამტენი, კაბელი, შეფუთვა, ყუთი და ა.შ.).

12. კანონისმიერი გარანტია ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ შეძენილ ნივთზე და არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირის ან სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ შეძენილ ნივთზე.

საგარანტიო პირობები ორგანიზაციებისთვის

1. მეწარმე/იურიდიულ პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის და სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ შეძენილ ნივთს აქვს 1 (ერთი) წელი.

2. მოწყობილობების ბატარეების/ელემენტების და დამტენების საგარანტიო ვადა შეადგენს საგარანტიო ვადის ნახევარს.

3. კომპანია ვალდებულია შეაკეთოს ან შეცვალოს დაზიანებული ნივთი მოცემული პირობების შესაბამისად, სერვის ცენტრში მიღების მომენტიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები).

4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნივთის შეკეთება ან ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა, კომპანია ნივთს შეცვლის ახლით. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შეთანხმებით ჩანაცვლდება მსგავსი ან უკეთესი სპეციფიკაციის სხვა მოდელით. თუ ვერ მოხდა შეთანხმება ხელშეკრულება შეწყდება და მომხმარებელს დაბრუნდება ნივთის სრული ღირებულება.

5. ნივთის შეცვლის შემთხვევაში, იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები, დამტენი, კაბელი, შეფუთვა, ყუთი და ა.შ.).

6. კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირის ან სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ შეძენილ ნივთზე.

საგარანტიო მომსახურებაზე უარის თქმის პირობები

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება/უქმდება ნივთზე ან კომპლექტაციის ნაწილზე შემდეგ შემთხვევებში:

1. გასულია საგარანტიო ვადა.

2. არ არის წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი თანხის გადახდის დოკუმენტი.

3. მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება, შეცვლილია, წაშლილია ან ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი და შესაბამისად შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება.

4. მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება. მაგალითად: ნივთი არის გაკაწრული, გაბზარული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი და ა.შ.

5. მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ისათვის.

6. დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი.

7. დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული ექსპლუატაციის წესები;

8. დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის, შეუსაბამო ფაილ(ებ)ის, არალიცენზირებული ოპერაციული სისტემის ან პროგრამული უზრუნველყოფის მიზეზით.

9. დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით, არასტანდარტული ქსელის ძაბვის ზემოქმედების შედეგად.

10. დაზიანება გამოწვეულია დანესტიანებით, კოროზიით, ტემპერატურული ზემოქმედებით, მოწყობილობაში უცხო სხეულის ან სითხეების შეღწევით.

11. მოწყობილობა არის დაშლილი (გახსნილი) ან/და მისი სამონტაჟო, საგარანტიო ან სხვა ტექნიკური სამუშაოები არ არის შესრულებული უფლებამოსილი სერვის ცენტრის სპეციალისტის მიერ.

12. არაკვალიფიციური ან დაუდევრად მოხმარებული ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში.

13. თუ ეკრანზე ჩამქრალია ხუთზე ნაკლები პიქსელი.

სხვა პირობები:

1. ნივთის შეკეთება/შეცვლა ხდება მხოლოდ კომპანიის მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრში;

2. სერვის ცენტრში საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესყიდვის დამადასტურებელი თანხის გადახდის დოკუმენტი.

3. კომპანია არ აგებს პასუხს ე.წ. „დარუთული“ სისტემის და არალიცენზირებული ოპერაციული სისტემის ან პროგრამული უზრუნველყოფის გამო ტექნიკის არასტაბილურ მუშაობაზე.

4. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეძენილი ნივთი მექანიკური, თერმული და ჰიდრო დაზიანებისგან.

5. მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართულ წესებს, ექსპლუატაციის წესების დაუცველობით ნივთზე დაზიანების მიყენების შემთხვევაში საგარანტიო პირობები არ გავრცელდება.

6. ნივთის შეკეთების ან შეცვლის შემთხვევაში, საგარანტიო ვადა ხელახლა არ დაიწყება, ნივთის თავდაპირველ საგარანტიო ვადას დაემატება შეცვლის ან შეკეთების პერიოდი.

7. იმ შემთხვევებში თუ მომხმარებელი დიაგნოსტიკის და შეკეთების მიზნით მოწყობილობას არ დატოვებს სერვის ცენტრში ან უარს იტყვის მის გახსნაზე, საგარანტიო მომსახურება ვერ და შესაბამისად არ განხორციელდება.

8. სერვის ცენტრი პასუხს არ აგებს მოწყობილობაში მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის შენახვაზე.

9. სპეციფიკაციაში მითითებული დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს ამ დაზიანების მიღების ალბათობას. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეძენილი ნივთი ნებისმიერი სახის დაზიანებისგან.

10. გარანტია არ ვრცელდება ოპერაციულ სისტემაზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ნივთის ელემენტზე (თუ ამოწურული აქვს რესურსი), USB კაბელზე და დენის კაბელზე.

სერვის ცენტრი

SANDY IT TECH 2.0

ტელ: 2 195 295

მის: ქ. თბილისი, სიმონ ჩიქოვანის 45, 0171