aiwa

წესები და პირობები

1. მოქმედების სფერო

1.1. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს ემბერს (შემდგომში “კომპანია ”) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს მომხმარებლის მიერ შპს ემბერის კუთვნილი ვებსაიტის მოხმარების, პერსონალური ინფორმაციის დამუშავების, პროდუქტის მიწოდების და დაბრუნების, თანხის ჩამოჭრის და დაბრუნების წესებს და პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას (შემდგომში ერთიანად ნახსენები, როგორც “წესები და პირობები”).

1.2. მომხმარებელი ვებსაიტზე რეგისტრაციით და მისი გამოყენებით ან/და პროდუქტის შეძენით ადასტურებს, რომ ყურადღებით გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებს და პირობებს.

2. განმარტებები

2.1. წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

2.1.1. ვებსაიტი იგივე aiwa.ge ან aiwa-IT.ge - კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ ნივთის შეკვეთა/შეძენა;

2.1.2. მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს კომპანიისაგან შეიძინოს ვებსაიტის საშუალებით შემოთავაზებული პროდუქტები;

2.1.3. კომპანია - შპს ემბერი (ს.კ. 405145757), რომელიც რეგისტრირებულია და ოპერირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

2.1.4. მხარეები - კომპანია და მისი მომხმარებლები;

2.1.5. ნივთი - შპს ემბერის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული საქონელი/პროდუქცია;

3. განცხადებები და გარანტიები

3.1. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ:

3.1.1. არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი;

3.1.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ;

3.1.3. არ იმყოფება ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ;

3.1.4. სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

3.1.5. აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ შეასრულოს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

3.1.6. გაეცნო ამ წესებს და პირობებს, არის მისთვის მისაღები და ეთანხმება მას;

3.1.7. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი/ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი და სრული;

3.1.8. ვებსაიტით სარგებლობის პერიოდში მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

3.1.9. კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

3.1.10. გაეცნო კომპანიის ვებსაიტზე (aiwa.ge) გამოქვეყნებულ ნივთის საგარანტიო პირობებს, არის მისთვის მისაღები და ეთანხმება მას;

3.1.11. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

3.1.12. გაეცნო საიტზე გამოქვეყნებულ კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციას და ეს საკომუნიკაციო არხები კომპანიასთან დასაკავშირებლად არის მისთვის საკმარისი და მისაღები.

4. უფლებები და ვალდებულებები

4.1. რეგისტრაციის ან/და შეკვეთის განთავსების დროს მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას პირდაპირ ან თიბისი ბანკის გადახდების პლატფორმის (tbcpayments.ge) მეშვეობით მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

4.1.1. სახელი და გვარი;

4.1.2. ელ. ფოსტა;

4.1.3. ნივთის მიწოდების მისამართი;

4.1.4. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

4.1.5. პირადი ნომერი (საჭიროების შემთხვევაში).

4.2. შეკვეთის განთავსების/პროდუქტის შეძენის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე.

4.3. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიას, იმ შემთხვევაში თუ მას გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი პირადი და საბანკო ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული მოხდა შეკვეთის გაფორმება და ანგარიშსწორება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მომხმარებლის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.

4.4. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შეკვეთის დროს მიწოდებული მისი პირადი ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი და მიწოდების მისამართი) სიზუსტე. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.

4.5. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, შეტყობინების გარეშე შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს ვებსაიტით.

4.6. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს კომპანიის ვებსაიტის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტას.

5. შეკვეთის განთავსება, ანგარიშსწორება და მიწოდება

5.1. შეკვეთის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ. მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს/აირჩიოს მიწოდების მისამართი და გადახდის მეთოდი და მიჰყვეს შესაბამის ინსტრუქციებს.

5.2. შეკვეთის განთავსებისთანავე ხდება სრული ანგარიშსწორება.

5.3. ანგარიშსწორება ხდება სრულად და მხოლოდ უნაღდო ფორმით.

5.4. მიწოდების საფასური შეადგენს 0 ლარს.

5.5. შეძენილი ნივთის მიწოდებას ხდება შემდეგნაირად:

5.5.1. სამუშაო დღის (ორშაბათი-პარასკევი) 11:00 საათამდე განთავსებული შეკვეთის თბილისის მასშტაბით მიწოდება ხორციელდება იმავე დღეს მაქსიმუმ 23:00-მდე;

5.5.2. 11:00 საათის შემდეგ განთავსებული შეკვეთის თბილისის მასშტაბით მიწოდება ხორციელდება მომდევნო სამუშაო დღის (ორშაბათი-პარასკევი) მაქსიმუმ 23:00-მდე;

5.5.3. რეგიონების მასშტაბით მიწოდება ხორციელდება 2-4 სამუშაო დღეში;

5.5.4. შეკვეთის მიწოდებამდე ცოტა ხნით ადრე კურიერი უკავშირდება მომხმარებელს და ატყობინებს, რომ მის მისამართზე მიაქვს შეკვეთა.

5.6. მომხმარებელს უფლება აქვს 13:00-მდე შეძენილი ნივთი 16:00 საათამდე თავად გაიტანოს საწყობიდან. მომხმარებელს ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი შეკვეთისთანავე, ელ. ფოსტის ან კომპანიის მიერ მითითებული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით შეატყობინებს კომპანიას, რომ თავად აპირებს ნივთის გატანას საწყობიდან.

5.7. თუ მომხმარებელს სურს შეძენილი ნივთი მიიღოს უფრო გვიან ვიდრე ამ ხელშეკრულების 5.5. პუნქტშია გაწერილი იგი ვალდებულია შეკვეთამდე, ელ. ფოსტის ან კომპანიის მიერ მითითებული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, შეატყობინებს კომპანიას კონკრეტული თარიღის/დღის შესახებ როცა მას სურს მიიღოს ნივთი. ასეთ შემთხვევაში კომპანია შეძლებისდაგვარად ეცდება დაგეგმოს მიწოდება მომხმარებლისათვის სასურველ დროს.

5.8. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიზეზით არ/ვერ მოხდება წინასწარ შეთანხმებული და დაგეგმილი ნივთის მიწოდება/ჩაბარება, ნივთის მიწოდება დაიგეგმება ახლიდან. ყოველი ახალი დამატებით დაგეგმილი მიწოდების ღირებულება შეადგენს 10.00 ლარს. დამატებით დაგეგმილი მიწოდების საფასურს მომხმარებელი იხდის წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით კომპანიის მიერ მიწოდებული გადახდის ბმულის მეშვეობით.

6. შეძენილი ნივთის დაბრუნების პირობები

6.1. თოთხმეტი (14) კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს დაუბრუნოს ონლაინ შეძენილი ნივთი მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე. ვადა აითვლება მომხმარებლის მიერ საქონლის მიღება/ჩაბარებიდან - მფლობელობაში მიღებიდან.

6.2. შეძენილი ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ელ. ფოსტის მისამართზე უნდა გამოგზავნოს წერილი შემდეგი სახის ინფორმაციით:

6.2.1. მომხმარებლის სახელი და გვარი

6.2.2. მომხმარებლის მისამართი

6.2.3. მომხმარებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

6.2.4. დასაბრუნებელი ნივთის დასახელება/მოდელი

6.2.5. შეკვეთის თარიღი

6.2.6. შეკვეთის მიღების თარიღი

6.3. დაბრუნების შესახებ წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ნივთის ტრანსპორტირება უკან თავის საწყობში და მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად.

6.4. დასაბრუნებელი ნივთის კომპანიის საწყობში ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 10.00 ლარს. დასაბრუნებელი ნივთის ტრანსპორტირების საფასურს მომხმარებელი ან იხდის წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით კომპანიის მიერ მიწოდებული გადახდის ბმულის მეშვეობით ან მისი სურვილის შემთხვევაში კომპანია აღნიშნულ თანხას გამოქვითვას დასაბრუნებელი ნივთის ღირებულებიდან.

6.5. კომპანიის მიერ თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა.

6.6. დაბრუნებას არ ექვემდებარება:

6.6.1. თუ ნივთი არ არის სერიული წარმოების და დამზადებულია მომხმარებლის შეკვეთით.

6.6.2. თუ ნივთი არ არის სრული კომპლექტაციით (აქსესუარები, დამტენი, კაბელები და ა.შ.) და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით.

6.6.3. თუ არ არის დაცული ნივთის ექსპლუატაციის პირობები.

6.6.4. თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება ან წაშლილია ან ვერ იკითხება საიდენტიფიკაციო/სერიული/იმეი კოდი.

6.7. ნივთი, რომელის დაბრუნებაც მომხმარებელს სურს, არის მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში და ნივთის დაზიანების ან დაღუპვის რისკი და პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს, სანამ ნივთი არ მოხვდება კომპანიის საწყობში ან არ გადაეცემა კომპანიის წარმომადგენელს.

6.8. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი შეძენილია საბანკო განვადების მეშვეობით, მომხმარებელს გადახდილი თანხა დაერიცხება ე.წ. „მომხმარებლის ბალანსზე“ და მას ბალანსზე არსებული თანხის გამოყენება შეეძლება მხოლოდ კომპანიის მიერ შეთავაზებული ნივთ(ებ)ის შესაძენად.

6.9. შეძენილი ნივთის დაბრუნების წესები და პირობები არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე და იმ ნივთებზე, რომლის ფასიც არ აღემატება 50 ლარს.

6.10. იმ შემთხვევაში თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ტექნიკური(ქარხნული) წუნი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს საგარანტიო პირობებით და არა შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით.

7. მოქმედების ვადა, ცვლილებები და შეწყვეტა

7.1. შეთანხმების ის ნაწილები, რომელებიც ეხება ნივთის შეძენასა და მიწოდებას ძალაში შედის და ძალაში რჩება შეკვეთის განთავსებიდან მის დასრულებამდე, ხოლო ის ნაწილები, რომლებიც ეხება პერსონალური მონაცემების დამუშავებას ძალაში შედის და ძალაში რჩება შეკვეთის განთავსებიდან მომხმარებლის მიერ ამ შეთანხმების პუნქტი 9.2.3-ით განსაზღვრული უფლების გამოყენებამდე.

7.2. კომპანია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების და მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე ვებსაიტზე - aiwa.ge-ზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ წესებსა და პირობებში. მომხმარებელი ვებსაიტის სარგებლობით ავტომატურად ეთანხმება და უერთდება განხორციელებულ ცვლილებებს.

8. ფორს–მაჟორი

8.1. მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, თუკი ეს გამოწვეულია ფორც-მაჟორული ვითარების გამო, რომლის წინასწარ განზრახვა, აცილება ან მასზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო შესაბამისი მხარის ან მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით.

8.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დამკვეთის ან/და შემსრულებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.

8.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

9. პერსონალური ინფორმაცია და კონფიდენციალობა

9.1. კომპანია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისათვის:

9.1.1. შეკვეთების მიღება, დამუშავება და გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდით.

9.1.2. სასარგებლო ინფორმაციის ან სპეციალური შეთავაზებების დაგზავნა.

9.1.3. შეკვეთის და მიწოდების სტატუსის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა.

9.1.4. ბაზრის სტატისტიკა და ანალიტიკა.

9.2. მომხმარებლის თანხმობა პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე

9.2.1. მომხმარებელი ვებსაიტის გამოყენებით ასევე აცხადებს თანხმობას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის კომპანიამ შეინახოს და დაამუშავოს მომხმარებლის პირადი მონაცემები (სახელი და გვარი, ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში პირადი ნომერი).

9.2.2. მომხმარებელი ვებსაიტის გამოყენებით ასევე აცხადებს თანხმობას კომპანიამ გადასცეს მისი საკონტაქტო ინფორმაცია მესამე მხარე(ებ)ს ნივთის მიწოდების მიზნებისათვის.

9.2.3. მომხმარებელი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კომპანიას მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა/განადგურება კომპანიის ვებსაიტზე მოცემულ ელ-ფოსტაზე (aiwa@amber.ge) წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ დროს კომპანია ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, ან წაშალოს/გაანადგუროს მონაცემები.

9.3. პერსონალური მონაცემების დაცვა:

9.3.1. კომპანია ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე და იცავს მომხმარებლის კონფიდენციალობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ გამოყენებად ნორმატიულ აქტებში ასახული დებულებების შესაბამისად.

9.3.2. კომპანია მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

9.3.3. როგორც კი ცნობილი გახდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შესახებ, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საზედამხედველო ორგანოებს.

9.3.4. კომპანია ვალდებულებას იღებს დაიცვას კონფიდენციალობის პოლიტიკა და მომხმარებლის არანაირი პერსონალური ინფორმაცია არ გადასცეს მესამე მხარეს გარდა მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციისა, რომელიც აუცილებელია ნივთის მიწოდებისათვის.

10. გარდამავალი დებულებები

10.1. წინამდებარე წესებსა და პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პუნქტების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;

10.2. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

10.3. თუ წინამდებარე წესების და პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული არ იქონიებს გავლენას წესების და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;

10.4. მომხმარებელს, არ აქვს უფლება კომპანიის თანხმობის გარეშე ამ წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე უფლებები ან ვალდებულებები გადასცეს სხვა პირ(ებ)ს. თანხმობად ჩაითვლება მხოლოდ კომპანიის მიერ მომხმარებელთან გაგზავნილი ელ-ფოსტა;

10.5. მხარეთა მიერ, ამ წესების და პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო და წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

10.6. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებით და პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებითი შეთანხმებ(ებ)ით.

10.7. ამ წესებთან და პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.