aiwa

მიწოდების პირობები

მიწოდების საფასური შეადგენს 0 ლარს

1. შეძენილი ნივთის მიწოდებას ხდება შემდეგნაირად:

1.1. სამუშაო დღის (ორშაბათი-პარასკევი) 11:00 საათამდე განთავსებული შეკვეთის თბილისის მასშტაბით მიწოდება ხორციელდება იმავე დღეს მაქსიმუმ 23:00-მდე;

1.2. 11:00 საათის შემდეგ განთავსებული შეკვეთის თბილისის მასშტაბით მიწოდება ხორციელდება მომდევნო სამუშაო დღის (ორშაბათი-პარასკევი) მაქსიმუმ 23:00-მდე;

1.3. რეგიონების მასშტაბით მიწოდება ხორციელდება 2-4 სამუშაო დღეში;

1.4. შეკვეთის მიწოდებამდე ცოტა ხნით ადრე კურიერი უკავშირდება მომხმარებელს და ატყობინებს, რომ მის მისამართზე მიაქვს შეკვეთა.

1.5. მომხმარებელს უფლება აქვს 13:00-მდე შეძენილი ნივთი 16:00 საათამდე თავად გაიტანოს საწყობიდან. მომხმარებელს ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი შეკვეთისთანავე, ელ. ფოსტის ან კომპანიის მიერ მითითებული სხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით შეატყობინებს კომპანიას, რომ თავად აპირებს ნივთის გატანას საწყობიდან.

1.6. თუ მომხმარებელს სურს შეძენილი ნივთი მიიღოს უფრო გვიან ვიდრე ამ ხელშეკრულების 5.5. პუნქტშია გაწერილი იგი ვალდებულია შეკვეთამდე, ელ. ფოსტის ან კომპანიის მიერ მითითებული სხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, შეატყობინებს კომპანიას კონკრეტული თარიღის/დღის შესახებ როცა მას სურს მიიღოს ნივთი. ასეთ შემთხვევაში კომპანია შეძლებისდაგვარად ეცდება დაგეგმოს მიწოდება მომხმარებლისათვის სასურველ დროს.

1.7. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიზეზით არ/ვერ მოხდება წინასწარ შეთანხმებული და დაგეგმილი ნივთის მიწოდება/ჩაბარება, ნივთის მიწოდება დაიგეგმება ახლიდან. ყოველი ახალი დამატებით დაგეგმილი მიწოდების ღირებულება შეადგენს 10.00 ლარს. დამატებით დაგეგმილი მიწოდების საფასურს მომხმარებელი იხდის წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით კომპანიის მიერ მიწოდებული გადახდის ბმულის მეშვეობით.